Feeds:
Posts
Comments

მონა

შენ ყოველ დილით მიმზადებ საუზმეს და ლანგრით საწოლში მოგაქვს,ჩაიში მიყრი იმდენივე შაქარს,რამდენიც მე გითხარი ოდესღაც და შენ ეს ისევ გახსოვს.ჩემს მობილურს არასდროს არ ქექავ და არც ჩემს ყველაზე პირად მიმოწერებს ამოწმებ ფეისბუქზე,იცი,რომ მე ეს არ მომეწონება.მახსოვს,ერთხელ გითხარი ადგილი,სადაც უგემრიელესი ყავითა და კრუასანებით გაგიმასპინძლდებიან და შენც ამის შემდეგ ინერციით მიდიხარ დანიშნულების ადგილზე,დანიშნულ მაგიდასთან(ეს ხდება მაშინ,როცა მე შენთან არ ვარ და საერთოდაც მე შენთან ხშირად არ ვარ).
საღამოობით,როცა სახლში დაღლილი ვბრუნდები შენ მსუბუქ სუფრას მიშლი,იცი რომ კუჭზე პრობლემები მაქვს და ამიტომ ზედმიწევნითი სიზუსტით იცავ ჩემს დიეტას,რომელიც ექიმმა გამომიწერა,მაგრამ შენ რომ არა ეს მე არ მემახსოვრებოდა.მერე ცოტა მოგვიანებით შენც და მეც ტელევიზორისკენ ვინაცვლებთ და ვემზადებით ფილმების საყურებლად,შენ იცი სადაც უნდა გადართო,რომ მე დავრჩე კმაყოფილი.ტელევიზორთან მიძინებული შენი ხელით მიგყავარ საწოლ ოთახში და მაწვენ-ისე,როგორც პატარა ბავშვს,მულტფილმის ყურებისას მინაბულს.შენ ამ დროს იღიმი და არც კი იცი,რომ მე ეს ვიცი-ალბათ კმაყოფილიც ხარ და ნასიამოვნებიც.შენ გიყვარს ჩემზე ზრუნვა.
მერე ყოველ მზესთან თუ წვიმასთან ერთად ხდება ყველაფერი ისევ ისე,როგორც უწინ და ეს გრძელდება უსასრულოდ,აქ ზღვარი არ არის და შენ ამით ბედნიერი ხარ,მე-არა.

შენ ხარ ჩემი მონა,რადგან შენ მე მეკუთვნი,რადგან შენ ცხოვრობ ჩემი ცხოვრებით.შენ გგონია,რომ მე ეს მომწონს,მაგრამ ცდები.

შენ ჩემი მონა ხარ,მაგრამ ეს ალბათ არ იცი ან არ გსურს ამის ცოდნა.

მე არ მჭირდება მონა.

Hello world!

Welcome to WordPress.com. After you read this, you should delete and write your own post, with a new title above. Or hit Add New on the left (of the admin dashboard) to start a fresh post.

Here are some suggestions for your first post.

  1. You can find new ideas for what to blog about by reading the Daily Post.
  2. Add PressThis to your browser. It creates a new blog post for you about any interesting  page you read on the web.
  3. Make some changes to this page, and then hit preview on the right. You can alway preview any post or edit you before you share it to the world.
Follow

Get every new post delivered to your Inbox.